Thursday, June 16, 2016

თავისუფლების დეფინიცია - პოზიტიური და ნეგატიური გაგებები


 თავისუფლების პოზიტიური კონცეფცია გულისხმობს თავისუფლებას რაღაცისთვის ანუ იცხოვრო ცხოვრების მითითებული წესით, ხოლო  ნეგატიური თავისუფლება გულიხმობს თავისუფლებას  რაღაცისგან .მილი  თავის  ნაშრომშითავისუფლების შესახებსაუბრობსიმ ძალაუფლების ბუნებასა და  საზღვრებზე, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ კანონიერად განახორციელოს ინდივიდზედა შესაბამისად  მილი ცდილობს იპოვოს ის ზღვარი , რომელიც დაადგენს იმასთუ როდის შეიძლება ადამიანს შეეზღუდოს თავისუფლება ლეგიტიმურად და  სამართლიანად. იგი გამოყოფს ორი სახის ქმდებებს: საკუთარ თავზე  ორიენტირებულ აქტებს და სხვებსაც რომ ეხება ისეთებს. პირველი გულისხობს იმასთუ რაიმე ქმედება სხვებს არ ეხება, მათ საფუძველი არ აქვთ რომ ჩაერიონ  ინდივიდის თავისუფლებაში, მაგალითად დაიშავონხოლო თუ სხვებსაც ეხება, მაშინ მილის აზრით  საზოგადოებას ეძლევა უფლება, ჩაერიოს და შეეზღუდოს ეს თავისუფლებამიუხედავად ამისა მილის რჩება პოზიციაზე, რომ ადამიანის თავისუფლების რამენაირი შეზღუდვა ყველაზე დიდი ბოროტებაა რაც კი მას შეიძლება გაუკეთო. აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, მილის თეორიაში ჩნდება ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებები.

Thursday, March 31, 2016

ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით


✔აუდიტორია #115 ეს საზოგადოებრივი კავშირია სტუდენტებისა, რომელთაც აერთიანებთ შემდეგი მოთხოვნები:
1.უნივერსიტეტის ავტონომიურობა
2.სტრუქტურული ცვლილებები განათლების სისტემაში.
                                                   
✔განსხვავებული, საინტერესო, მოსაზრებების სიმრავლე აუდიტორიის სავიზიტო ბარათია. დავრწმუნდი, რომ ნებისმიერ ერთობაში შეუძლებელია ერთი ურღვევი აზრისა და მიმართულების შენარჩუნება, მითუმეტეს თუ ეს ასობით ადამიანის მიერ შექმნილი სტუდენტური მოძრაობაა.



ჩემთვის რექტორის გადადგომის მოთხოვნა არასდროს არ ყოფილა სადებატო საკითხი, ერთადერთი რაც აუდიტორიაში განიხლებოდა მოთხოვნის წამოყენების დრო და სიტუაციური ადეკვატურობა იყო.

გუშინ, ვლადიმერ პაპავამ 1 მაისს რექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხდა, მიზანს მიღწეულად მივიჩნევ. ვფიქრობ მისმა სინდისიერმა საქციელმა მოგვცა საშუალება მომდევნო თვის განმავლობაში მასთან აქტიური დიალოგისა. 
           
ჩნდება კითხვები #115-ელების ნაწილის შეძახილებზე(არ გადადგე !), რომელზეც აპელირებენ ჯერ ისევ არსებული, თვითმმართველობის წევრები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეძახილების მიზეზი იმ დაჯგუფებების უნივერსიტეტში შეჭრიდან და საერთო ქაოსიდან გამომდინარეობდა.

✅ჩვენი მთავარი მიზანი, აკადემიური საბჭოს დაშლა, თსუ-ს წესდების თანახმად, 2 თვის შემდგომ, რექტორის ავტომატურ გადადგომას გულისხმობს
✅ ვლადიმერ პაპავას პიროვნული და პროფესიული შეცდომების შესახებ საუბარის მორალური "უფლება" მხოლოდ აუდიტორიელებს აქვთ (პროტესტები, აქციები და ა.შ)
✅მტკიცებას, რომ ვლადიმერ პაპავა სისტემის ცვალებასთან ერთად უნდა წასულიყო დაკავებული თანამდებობიდან მე და კიდევ უამრავი აუდიტორიელი, ყველა შესაძლო საშუალებით ვაჟღერებდით. აუდიტორიის FB პროფილი
✅თვითმმართველობა, 2015 წლის ბოლოს მართული "პროტესტის" გარდა (თვითმმართველობის წინა აქციის დღიური) არასდროს საუბრობდა პაპავაზე. არსებობს ეჭვები წარსულში შეთანხმებული ქმედებების შესახებ. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ აქციების პერიოდში იმ ბანდ დაჯგუფებაზე, რომელიც მის კაბინეტში ფიზიკურად შეიჭრა რექტორი არაფერს ამბობდა (სასაუბრო კი ძალიან ბევრი ჰქონდა)

გავა ერთი თვე და უნივერსიტეტი რექტორის გარეშე დარჩება. კანონის მიხედვით მოვალეობის შემსრულებელი საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს.


ავტონომია უნივერსიტეტს

Saturday, February 21, 2015

ქართველი <სამი პოლიტიკა

საქართველო, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელშიც ერთმანეთში გადახლართულია ტრადიციები ანუ კომპლექსების გასამართლებელი რამ და თანამედროვეობა რაც განვითარების ტემპების მიხედვით ეღირსება რამოდენიმე ერთეული თაობის შეცვლის შემდეგ. ქართველი ხალხი არის ტიპური მაგალითი არასრულყოფილი კაცისა, რომელსაც თავისი კომპლექსები აღრჩობს, რომელიც იცინის უადგილო დროს, ისტერიულია და საკუთარი აზრი არ გააჩნია. ბოლოდან დავიწყოთ, შეიძლება ითქვას, რომ განვითარებულ მსოფლიოშიც კი ტერმინი საკუთარი აზრი მოჩვენებითია და უბრალოდ კარგი პიარის ქვეშ დამალული სხვისი აზრია. ამ აზრის გამორიცხვა ჩვენ, ქართველებს, ნამდვილად არ შეგვიძლია, პირიქით ეს გვეხმარება ჩვენი კომპლექსების მოხსნაში, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ დაკომპლექსებური ადამიანი ყოველთვის ცდილობს სხვისი შეურაცყოფის ან სხვა რაიმე ტიპის დაკნინების ხარჯზე გავიდეს ფონს. რაც შეეხება ქართველი ადამიანის მორალს ის დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ სხვის ქცევაზე და საკუთარი სურვილისამებრ მიღებული გადაწყვეტილების არსებობას საფუძვლებშივე ერთპიროვნულად გამორიცხავს.ამით პასუხისმგებლობის არიდების გარდა ქართველი იცილებს 2 წუთზე მეტი საფიქრალ მდგომარეობაში ყოფნას, რაც ძალზედ მოსახერხებელია უნიჭო, ზარმაცი და ამბიციური ადამიანისთვის, რადგან 

Sunday, November 27, 2011

ანტიპოდი


ვასიკო კეჟერაძე არის ადამიანი, პიროვნება და არა  არსება, იდეალისტი, მეოცნებე, სულიეი ფასეულობების შემცნობი ადამიანი, რომელიც მაღალი ღირებებულებით ცხოვრობს და ერთგვარი

ხელმძღვანელი არის ანტიპოდი ვასიკო კეჟერაძისა. პრაგმატული, მიწასმიჯაჭვული, ყოფიერებაში ჩანთქმული, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მხოლოდ მატერიალური, პრაქტიკული ცხოვრება.იგი შორს არის იდეალიზმისაგან, სულიერებისაგან.

არ დაგავიწყდეთ რომ არითმეტიკა ისევ არა ზუსტი მეცნიერება. ამ სიტყვების ხროვას დამატებული კომპეტენტური აზრი ისევ  2 ახალ ამბავს უდრის.