Saturday, February 21, 2015

ქართველი <სამი პოლიტიკა

საქართველო, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელშიც ერთმანეთში გადახლართულია ტრადიციები ანუ კომპლექსების გასამართლებელი რამ და თანამედროვეობა რაც განვითარების ტემპების მიხედვით ეღირსება რამოდენიმე ერთეული თაობის შეცვლის შემდეგ. ქართველი ხალხი არის ტიპური მაგალითი არასრულყოფილი კაცისა, რომელსაც თავისი კომპლექსები აღრჩობს, რომელიც იცინის უადგილო დროს, ისტერიულია და საკუთარი აზრი არ გააჩნია. ბოლოდან დავიწყოთ, შეიძლება ითქვას, რომ განვითარებულ მსოფლიოშიც კი ტერმინი საკუთარი აზრი მოჩვენებითია და უბრალოდ კარგი პიარის ქვეშ დამალული სხვისი აზრია. ამ აზრის გამორიცხვა ჩვენ, ქართველებს, ნამდვილად არ შეგვიძლია, პირიქით ეს გვეხმარება ჩვენი კომპლექსების მოხსნაში, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ დაკომპლექსებური ადამიანი ყოველთვის ცდილობს სხვისი შეურაცყოფის ან სხვა რაიმე ტიპის დაკნინების ხარჯზე გავიდეს ფონს. რაც შეეხება ქართველი ადამიანის მორალს ის დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ სხვის ქცევაზე და საკუთარი სურვილისამებრ მიღებული გადაწყვეტილების არსებობას საფუძვლებშივე ერთპიროვნულად გამორიცხავს.ამით პასუხისმგებლობის არიდების გარდა ქართველი იცილებს 2 წუთზე მეტი საფიქრალ მდგომარეობაში ყოფნას, რაც ძალზედ მოსახერხებელია უნიჭო, ზარმაცი და ამბიციური ადამიანისთვის, რადგან 
უამრავი დრო გრჩება პედარასტებზე გინებისთვის. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა საიდან ამხელა ინტერესი პოლიტიკისა და ფეხბურთისადმი, რომელზეც ქუჩაში გაჩერებული ნებისმიერი ქართველი მიუხედავათ მისი ცოდნისა ზემოთხსენებულ სფეროებში, მაინც გამოგელაპრაკებათ და დისკუსიაშიც აუცილებლად შეოიჭრება, რა თქმა უნდა, თავისი ჟესტიკულაციებითა და ირიბათ მიქნეული მზერით. ეს აიხსნება ქართველის მორალით : ლაპარაკი საქმის ნაცვლად (ალუზია)).

ერთხელ საქართველოში 22 ჩაპუტკუნებული ქართველი ფეხბურთელი თითქმის ცარიელ სტადიონზე თამაშობდნენ, სადაც ორადაორი მაყურებელი მოხუცებული ანზორი და ვოვა საუბრობდნენ კახა კუკავას გუშინწინდელ განცხადებაზე. სამწუხაროა რომ ეს აწმყოა და არა წარსული, რომლის ქება არც ანზორსა და ვოვას და არც სხვა რომელიმე საშუალოსტატისტიკურს არასდროს შეეზარებათ. ხომ არ არის დრო სტატისტიკის შეცვლისა? სსრკს ნგრევის 25 წლისთავის საზეიმო აღნიშვნის ხათრით მაინც.

No comments:

Post a Comment