Thursday, March 31, 2016

ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით


✔აუდიტორია #115 ეს საზოგადოებრივი კავშირია სტუდენტებისა, რომელთაც აერთიანებთ შემდეგი მოთხოვნები:
1.უნივერსიტეტის ავტონომიურობა
2.სტრუქტურული ცვლილებები განათლების სისტემაში.
                                                   
✔განსხვავებული, საინტერესო, მოსაზრებების სიმრავლე აუდიტორიის სავიზიტო ბარათია. დავრწმუნდი, რომ ნებისმიერ ერთობაში შეუძლებელია ერთი ურღვევი აზრისა და მიმართულების შენარჩუნება, მითუმეტეს თუ ეს ასობით ადამიანის მიერ შექმნილი სტუდენტური მოძრაობაა.



ჩემთვის რექტორის გადადგომის მოთხოვნა არასდროს არ ყოფილა სადებატო საკითხი, ერთადერთი რაც აუდიტორიაში განიხლებოდა მოთხოვნის წამოყენების დრო და სიტუაციური ადეკვატურობა იყო.

გუშინ, ვლადიმერ პაპავამ 1 მაისს რექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხდა, მიზანს მიღწეულად მივიჩნევ. ვფიქრობ მისმა სინდისიერმა საქციელმა მოგვცა საშუალება მომდევნო თვის განმავლობაში მასთან აქტიური დიალოგისა. 
           
ჩნდება კითხვები #115-ელების ნაწილის შეძახილებზე(არ გადადგე !), რომელზეც აპელირებენ ჯერ ისევ არსებული, თვითმმართველობის წევრები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეძახილების მიზეზი იმ დაჯგუფებების უნივერსიტეტში შეჭრიდან და საერთო ქაოსიდან გამომდინარეობდა.

✅ჩვენი მთავარი მიზანი, აკადემიური საბჭოს დაშლა, თსუ-ს წესდების თანახმად, 2 თვის შემდგომ, რექტორის ავტომატურ გადადგომას გულისხმობს
✅ ვლადიმერ პაპავას პიროვნული და პროფესიული შეცდომების შესახებ საუბარის მორალური "უფლება" მხოლოდ აუდიტორიელებს აქვთ (პროტესტები, აქციები და ა.შ)
✅მტკიცებას, რომ ვლადიმერ პაპავა სისტემის ცვალებასთან ერთად უნდა წასულიყო დაკავებული თანამდებობიდან მე და კიდევ უამრავი აუდიტორიელი, ყველა შესაძლო საშუალებით ვაჟღერებდით. აუდიტორიის FB პროფილი
✅თვითმმართველობა, 2015 წლის ბოლოს მართული "პროტესტის" გარდა (თვითმმართველობის წინა აქციის დღიური) არასდროს საუბრობდა პაპავაზე. არსებობს ეჭვები წარსულში შეთანხმებული ქმედებების შესახებ. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ აქციების პერიოდში იმ ბანდ დაჯგუფებაზე, რომელიც მის კაბინეტში ფიზიკურად შეიჭრა რექტორი არაფერს ამბობდა (სასაუბრო კი ძალიან ბევრი ჰქონდა)

გავა ერთი თვე და უნივერსიტეტი რექტორის გარეშე დარჩება. კანონის მიხედვით მოვალეობის შემსრულებელი საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს.


ავტონომია უნივერსიტეტს