Thursday, June 16, 2016

თავისუფლების დეფინიცია - პოზიტიური და ნეგატიური გაგებები


 თავისუფლების პოზიტიური კონცეფცია გულისხმობს თავისუფლებას რაღაცისთვის ანუ იცხოვრო ცხოვრების მითითებული წესით, ხოლო  ნეგატიური თავისუფლება გულიხმობს თავისუფლებას  რაღაცისგან .მილი  თავის  ნაშრომშითავისუფლების შესახებსაუბრობსიმ ძალაუფლების ბუნებასა და  საზღვრებზე, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ კანონიერად განახორციელოს ინდივიდზედა შესაბამისად  მილი ცდილობს იპოვოს ის ზღვარი , რომელიც დაადგენს იმასთუ როდის შეიძლება ადამიანს შეეზღუდოს თავისუფლება ლეგიტიმურად და  სამართლიანად. იგი გამოყოფს ორი სახის ქმდებებს: საკუთარ თავზე  ორიენტირებულ აქტებს და სხვებსაც რომ ეხება ისეთებს. პირველი გულისხობს იმასთუ რაიმე ქმედება სხვებს არ ეხება, მათ საფუძველი არ აქვთ რომ ჩაერიონ  ინდივიდის თავისუფლებაში, მაგალითად დაიშავონხოლო თუ სხვებსაც ეხება, მაშინ მილის აზრით  საზოგადოებას ეძლევა უფლება, ჩაერიოს და შეეზღუდოს ეს თავისუფლებამიუხედავად ამისა მილის რჩება პოზიციაზე, რომ ადამიანის თავისუფლების რამენაირი შეზღუდვა ყველაზე დიდი ბოროტებაა რაც კი მას შეიძლება გაუკეთო. აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, მილის თეორიაში ჩნდება ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებები.
  
 მილის დებულებიდან გამოდის. რომ   ნებისმიერი იძულება თავის თავად ბოროტებაა, რადგან ის ხელს უშლის ადამიანის სურვილების განხორციელებას, ამიტომ არავინ უნდა იყოს იძულების ობიექტი, მაგრამ მისივე აზრით უარესი ბოროტების თავიდან აცილებისთვის ბოროტება აუცილებელია.გამოვიყენოთ. ჩაურევლობა კი, როგორც იძულების საწინააღმდეგო რამ, თავისთავად სიკეთეა , მაგრამ ზედმეტი ფუფუნება.
  მილის თეორიიდან ჩანს , რომ  ადამიანები უნდა ისწრაფოდნენ აღმოაჩინონ ჭეშმარიტება და უნდა ჩამოყალიბდნენ  მილისთვის მოსაწონა ინდივიდებათ. ანუ მათ უნდა გააჩნდეთ თვისებები: კრიტიკულობა, თვითმყოფადობა, მდიდარი წარმოსახვა, დამოუკიდებლობა, მორჩილების სურვილის არქონა და .. ჭეშმარიტების აღმოჩენა და ასეთი ხასიათის აღზრდა კი მისი აზრით მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი. ზემოდან გამომდინარე კი ჩანს, რომ ის თავისუფლების შეზღუდვის მომხრეა ანუ მისი თეორიიდან გამომდინარე თვითგამოხატვის და ჭეშმარიტების არსებობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ცხადია ესეც არასწორია, რადგან ისტორიული ფაქტები მოწმობენ, რომ პატიოსნება, ჭეშმარიტების სიყვარული ინდივიდუალიზმი მკაცრი და სამხედრო დისციპლინის მქონე გაერთიანებებში, როგორც მაგალითად, პურიტან-კალვინისტების თემში, არანაკლებ ხშირია ვიდრე უფრო შემწყნარებელ და ნეიტრალურ საზოგადოებებში. ეს აბათილებს მილის არგუმენტს, რომ თავისუფლება ადამიანის ნიჭის განვითარების აუცილებელი პირობაა. მილს უნდა, რომ გააფართოვოს ინდივიდის თავისუფლების არეალი და მინიმუმამდე დაიყვანოს საზოგადოებრივი ძალაუფლების საზღვრები.
  ისაია ბერლინი.  თავის სტატიაშითავისუფლების ორი გაგება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად დაუპირისპირდა მილს. იგი ამბობს, რომ ლიბერტარიანელები ემხრობიან  თავისუფალი მოქმედების სფეროს კანონით შეზღუდვას, ვინაიდან აბსოლიტური  თავისუფლების პირობებში სოციალური ქაოსი იქნებოდა. თუმცა ამავდროულად  ისინი უშვებენ, რომუნდა არსებობდეს პირადი თავისუფლების გარკვეული  მინიმალური სფერო, რომელში შეჭრაც არანაირი გარემოებისას არ შეიძლება“.  ქედან კი მათ გამოყავთ, რომ აუცილებელია კერძო ცხოვრების და საჯარო  ძალაუფლების სფეროს ერთმანეთისგან გამიჯვნა და მათ შორის ზღვარის გავლება.  ბერლინი ეწინააღმეგება მილს სწორედ ამ ზღვარის გავლების პრინციპში ვინაიდან  მისი აზრით ადამიანები ერთმანეთთან იმდენად არიან დამოკიდებულნი, რომ არ  იარსებებს ისეთი ქმედება, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის კერძო ცხოვრებას  შეეხება და არ იქნება დაკავშირებული სხვა ადამიანების ცხოვრებასთან.ბერლინის აზრით ნეგარიური თავისუფლება, ასეთი გაგებით, თვითმპყრობელობის ზოგიერთ ფორმასთან ან, ყოველ შემთხვევაში, თვითმმართველობის არარსებობასთან არის თავსებადი. ამ აზრით თავისუფლებას მართვის სფეროსთან, და არა მის წყაროსთან, აქვს პრინციპული კავშირი. სინამდვილეში, დემოკრატიამ მოქალაქეს შეიძლება ჩამოართვას იმ თავისუფლებათა უდიდესი რაოდენობა, რომლებითაც ის მმართველობის სხვა ფორმების არსებობისას სარგებლობს, და, გარდა ამისა, ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ ლიბერალურად განწყობილი დესპოტი, რომელიც თავის ქვეშევრდომებს ფართო პირად თავისუფლებას აძლევს. თავისი მოქალაქეებისთვის თავისუფლების ფართო სფეროს დატოვებასთან ერთად, დესპოტი შეიძლება იყოს უსამართლო, ახალისებდეს უთანასწორობის უკიდურეს ფორმებს, არ ზრუნავდეს წესრიგზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის არ ზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას ან, ყოველ შემთხვევაში, ამას უფრო ნაკლებად აკეთებს, ვიდრე მმართველები მრავალი სხვა რეჟიმის პირობებში, ის აკმაყოფილებს მილის განსაზღვრებას თავისუფლება ამ აზრით არ არის დაკავშირებული,  დემოკრატიასა და თვითმმართველობასთან.
  ადამიანები მრავალმხრივ არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი და ადამიანის არავითარი ქმედება არ შეიძლება იმდენად კერძო იყოს, რომ არანაირად და არასდროს ეხებოდეს სხვა ადამიანების ცხოვრებას. ზოგიერთის თავისუფლება დამოკიდებულია სხვების შეზღუდვებზე. ბერლინი უარყოფს იმას რომ თავისუფლება ადამინის პირველად მოთხოვნილებაა. ამის მაგალითი ნათელია, მიანიჭო ნახევრად შიშველ, წერა-კითხვის არმცოდნე, მშიერ და ავადმყოფ ადამიანებს პოლიტიკური უფლებები და სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობის გარანტიები, მათი მდგომარეობის აბუჩად აგდებაა; ამ ადამიანებს უპირველეს ყოვლისა სამედიცინო დახმარება და განათლება სჭირდებათ და მხოლოდ შემდეგ გააცნობიერებენ ისინი თავიანთ გაზრდილ თავისუფლებას და შეძლებენ მის გამოყენებას. ბერლინისთვის ჩემი აზრით თავისუფლება არ არის მხოლოდ იძულების არარსებობა , როგორც ეს მილთან არის , ბერლინისთვის მთავარია , რომ ადამინს შეეძლოს საკუთარი მიზნებისთვის ხორცშესხმის უნარი . აქედან გამომდინარე შეიძება ვთქვა , რომ ბერლინი ნეგატიურ თავისუფლებას ეწინააღმდეგება და იხრება პოზიტიური თავისულფებისკენ . მისი დებულებიდან გამომდინარე ეს უკანასკნელი არის საშუალება , რომ ადამინი დაიცვას სოციალური უკუღმართობისგან , ხოლო ნეგატიური თავისუფლებამ კი შეიძლება ადამინს საბოლოოს შიმშილის თავისუფლება დაუტოვოს და მეტი არაფრის. ჩემი აზრით ბერლინი მილისგან განსხვავებით თვისუფლებას უყურებს როგორც ეთიკურ ნორმას , მისთვის ეს არის უკვე ღირებულება და არა საშუალება ღირებულების მისაღწევად , როგროც ეს მილტან არის. ბერლინისთვის მთავარია ადამინი იყოს პირველადი მოთოხვნილებებით უზრუნველყოფილი და შმდეგ თვისუფლებით
  მილს და ბერლინს ასხვავბეს ერთმანეისგან ის  თუ რამხელა უნდა იყოს ფართობი კერძო და საჯარო ცხოვრებას შორის , მაგრამ საერთ ის აქვთ , რომ ორივე მათგანი ფიქრობს , რომ ეს ფართობი უსაზღვრო არ შეიძლება იყოს . რადგან მისი უსაზღვროეობა გამოიწვევდა იმას, რომ ყველა დაუსრულებლად შეუქმნიდა ერთმანეთს წინაღობებს და ასეთიბუნებრივი თავისუფლებისშედეგად სოციალური ქაოსი წარმოიქმნებოდა და ადამიანთა მინიმალური საჭიროებებიც კი არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, სუსტის თავისუფლებას კი ძლიერები გათელავდნენ. ამ ორ ფილოსოფოსს ერთნაირად ესმოდათ ის ფაქტი რომ  ადამიანის მიზნები და მოქმედებები თავისით ვერ მოვლენ ჰარმონიაში. მაგრამ მილი თვისუფლებაეე მაღლა არცერთ პოსტულატს არ აყენებდა , ხოლო ბერლინი  თავისუფლებაზე მაღლა ისეთ ფასეულობებს აყენებდ როგორიცაა სამართლიანობა, ბედნიერება, კულტურა, უსაფრთხოება ან თანასწორობის სხვადასხვა სახეობა, და ამიტომ ის მზად იყო თავისუფლება ამ ფასეულობებისთვის შეეზღუდა . მილი კი არ იყო ალბათ ამ დოზით თავისუფლება შეეზღუდა, მაგრამ   რადგან სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა სოციალური გაერთიანების მათი თვალსაზრისით სასურველი ტიპის შექმნა კანონს მაინც უნდა შეეზღუდა ეს პოსტულათი , მაგრამ ამავე დროს უნდა ეარსებ პირადი თავისუფლების გარკვეული სფერო, რომელში შეჭრაც არანაირი გარემოებისას არ შეიძლება.
  ამისგან განსხვავებით მილი ფიქრობს , რომ  დაემუქრო ადამიანს დევნით, თუ ის არ დათანხმდება იცხოვროს ისე, რომ მის მაგივრად სხვებმა აირჩიონ მიზნები, ჩაუკეტო მას ყველა კარი, გარდა ერთისა, ნიშნავს ეწინააღმდეგებოდე იმ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც თვითონ ატარებს თავის ცხოვრებას. და აქ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად კარგია პერსპექტივა, რომელიც იმ ერთადერთი კარის იქით არის, და რამდენად კეთილშობილურია მათი მოტივები, ვინც შეზღუდვებს აწესებს. ადამიანის მიერ რჩევის ან გაფრთხილების მიუხედავად დაშვებული შეცდომით გამოწვეულ ზიანს ბევრად აჭარბებს ბოროტება, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც სხვებს აქვთ უფლება აიძულონ ადამიანი აკეთოს ის, რაც მათ მისთვის საკეთილდღეოდ მიაჩნიათ.ბერლინი კი ამისგან განსხვავებით თვლის , რომ ნეგატიურმა თავისუფლბამ ადამინები შეიძლება ერთანეთის ექსპლუატაციამდე მიიყვანონ. ის სახელმწიფოს როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და თვლის, რომ ინდივიდს გზა სწორედ სახელმწიფომ უნდა უჩვენოს.
  საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ავლენს ნეგატიური და პოზიტიური თავისუფლების ცნებებს შორის უდიდეს განსხვავებას თავისუფლების პოზიტიური განმარტება ძალაში შედის, როდესაც ვცდილობთ ვუპასუხოთ შეკითხვებს - „ვინ მმართავს?“ დავინ უნდა მითხრას რა უნდა გავაკეთო ან არ გავაკეთო, ხოლო ნეგატიური მაშინ , როდესაც  როდესაც გვიჩნდება შეკითხვარისი გაკეთება შემიძლია და ვინ შემიძლია ვიყო?“,

No comments:

Post a Comment